საზოგადოება

მეტი საქმე არ აქვს ბატონ დავით კეზერაშვილს, რომ ქოლცენტერები შექმნას – დევი ჭანკოტაძე BBC-ს კეზერაშვილის წინააღმდეგ „შავი პიარის” აგორებაში ადანაშაულებს

მეტი საქმე არ აქვს ბატონ დავით კეზერაშვილს, რომ ქოლცენტერები შექმნას, მისი მუშაობა დააორგანიზოს და ა.შ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„ეს არის შავი პიარის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ყველანი ვხედავთ, რომ ხორციელდება ბატონი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. მეტი საქმე არ აქვს ბატონ დავით კეზერაშვილს, რომ ქოლცენტერები შექმნას, მისი მუშაობა დააორგანიზოს და ა.შ. დავით კეზერაშვილი არის ოპოზიციონერი, ოპოზიციას უჭერს მხარს და ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ მაგის წინააღმდეგ განხორციელდეს საინფორმაციო ომი“, – განუცხადა ჭანკოტაძემ „რუსთავი 2“-ს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close