პოლიტიკა

ქუჩიდან ცოტა ხნის წინ შემობრუნდა ზოგი ჩვენი ოპოზიციონერი და მგონი, ქუჩასთან კარგი მოგონებები არ აქვს – ხვიჩია

„ნაკლებად მჯერა, რომ ვაშაძის მიერ მოწოდებული აქციებით სასამართლო რეფორმა მოხდება“, – ამის შესახებ  ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის მიერ აქციების დაანონსებას.

„აქციების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვაშაძის მიერ  მოწოდებული აქციებით, რომ სასამართლო რეფორმა მოხდება, მაგის ნაკლებად მჯერა. ამ თვალსაზრისით, ცოტა სკეპტიკური ადამიანი ვარ.

ჯერჯერობით კარგად მივდივართ. ამ კომისიის ფარგლებში ქოცებს კანონების მიღებაზე  ვათქმევინეთ უარი. მოდით ეს გავაგრძელოთ, ამაზე უკეთეს საქმეს ვერასდროს ვერაფერს წარმოვადგენთ. საუბარს თუ დაიწყებს ოპოზიცია ერთმანეთთან, ესეც კარგი იქნება.

ქუჩას რაც შეეხება, ქუჩიდან ცოტა ხნის წინ შემობრუნდა ზოგი ჩვენი ოპოზიციონერი და მგონი, ქუჩასთან კარგი მოგონებები არ აქვს და სჯობს, პარლამენტში გავაგრძელოთ მუშაობა“, – აცხადებს  იაგო ხვიჩია. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close