Sliderსაზოგადოება

განსაკუთრებით გილოცავთ ოცნების დროს გამილიონერებულებს და აღზევებულ მდაბიოებს – გიხაროდენ, თქვენ ეს შეძელით – გოჩა მირცხულავა

დიახ, ვულოცავ "ქართულ ოცნებას". ეს 11 წელი იყო საოცარი ეპოქა: ლუსტრირების ლუსტრაციის კანონის გარეშე; არნახული ეკონომიკური ზრდის - არნახული სიღარიბის ფონზე; უსამშობლო პატრიოტობისა და უსახელმწიფო მოქალქეების...

გოჩა მირცხულავა:

“დიახ, ვულოცავ “ქართულ ოცნებას”.
ეს 11 წელი იყო საოცარი ეპოქა:
ლუსტრირების ლუსტრაციის კანონის გარეშე;
არნახული ეკონომიკური ზრდის – არნახული სიღარიბის ფონზე;
უსამშობლო პატრიოტობისა და უსახელმწიფო მოქალქეების;
ნიჭირებისა და გონიერების დევნისა და უნიჭობისა და უგონოების აპოგეის;
“დაცული” ადამიანის უფლებებების – ადამიანის გააზრების გარეშე;
საოცარი გაპოხვისა და ყველაზე მყრალ ადგილებში შემძრომთა გმირობის;
არნახული რაოდენობის დემოტივირებული საჯარო მოსამსახურეების ცოდვილობის;
სამშობლოდან თანამოქალაქეთა განდევნის – თანამდროვე “სტამბულობის”;
ტოტალური კორუფციის ოქროს ხანის;
მართველობის მანკიერი სისტემის წარმატებული მოდიფიკაციის;
სხვის საცვლებში ქექვისა და არაჩვეულებრივი გამოფენების;
ცრუ პატრიოტიზმის განდიდებისა და თავისუფალ მოქალაქეებზე ძალადობის;
აქ თქვენი აღქმებიც დაამატეთ – თუნდაც ჩუმად ?
მთავარია – ეს იყო მშვიდობის ეპოქა, როდესაც ადამიანების უმეტესობა “ჩემი ბედის და გაჩენის დედა ვატირე” იმეორებს ხშირად..
განსაკუთრებით გილოცავთ ოცნების დროს გამილიონერებულებს და აღზევებულ მდაბიოებს – გიხაროდენ, თქვენ ეს შეძელით ?
პატიოსან მეოოცნებეებს თანაგრძნობას გიცხადებთ, ბოლო-ბოლო ოცნება მაინც ხომ შეგრჩათ.
საოცარად სამარცხვინო ეპოქა… კი, ნამდვილად.”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close