საზოგადოება

ქუჩები, სადაც მელიქიშვილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაადგილება შეიზღუდება

თბილისის მერია გაცნობებთ, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება ვარაზის ხევისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთიდან, კოსტავას ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთამდე.
სამუშაოების განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებისათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეკელიძის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან, ვარაზის ხევის მიმართულებით.
ვარაზის ხევზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. ვარაზის ხევიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება გმირთა მოედანზე, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და თამარ მეფის გამზირის, ასევე კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან, გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება კოსტავას ქუჩიდან, ასევე შეეძლებათ ნიკოლაძის ქუჩაზე, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან, ქუჩიშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების გავლით ისევ კოსტავას ქუჩაზე.
შეზღუდვა ასევე შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან კოსტავას ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. რუსთაველის გამზირიდან კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ჭოველიძის ქუჩაზე, ასევე გმირთა მოედანზე ამსვლელ პანდუსზე და მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.
ამირეჯიბის გზატკეცილიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, ხოლო ვარაზის ხევზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნიდან ამსვლელი პანდუსის გამოყენებით.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close