Sliderმსოფლიო

ორ თვეში ევროპამ რუსეთს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესაძენად 44 მილიარდი ევრო გადაურიცხა – შვარცენეგერი

ჩვენ ხელი სისხლში გვაქვს გასვრილი, რადგან ომს ვაფინანსებთ

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ევროპელ ლიდერებს მიმართავს. მისი თქმით, მოსკოვისგან ენერგორესურსების შესყიდვა ფაქტობრივად უკრაინაში ომის დაფინანსებს ნიშნავს.

არნოლდ შვარცენეგერის განცხადებით, ომის პირველ ორ თვეში რუსეთმა უკრაინის მისამართით 1 300 რაკეტა გაუშვა, რომელთა ღირებულებაც 7,7 მილიარდი ევროა, ამავე პერიოდში კი ევროპამ რუსეთს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესაძენად 44 მილიარდი ევრო გადაურიცხა.

„ჩვენ ხელი სისხლში გვაქვს გასვრილი, რადგან ომს ვაფინანსებთ“, – განაცხადა შვარცენეგერმა ავსტრიაში კლიმატურ კონფერენციაზე ვიდეოჩართვის დროს.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გავთავისუფლდეთ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან“, – განაცხადა შვარცენეგერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close