პოლიტიკა

ქართული სტანდარტი უფრო მაღალი და ადამინური აღმოჩნდა ვიდრე ევროკავშირის! – ლევან მამალაძე

ევროკავშირი, კარგახანია ჩვენი ქვეყნისთვის დამამცირებელ აბსურდის თეატრში გვაცხოვრებს! დაუსაბუთებელ, უსამართლო პრეტენზიებს გვიყენებენ და პოლიტიკური შეკვეთით ჩვენ დამორჩილებას ცდილობენ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე , როცა ევა კაილის ადვოკატები აცხადებენ , რომ ევროპარლამენტის ვიცესპიკერს ბრიუსელის საბყრობილეში არაადამინურად ებყრობიან და აწამებენ. საქართველოს პარლამნეტის ეს დადგენილება ჩვენი პასუხი უნდა იყოს იმ სპექტაკლზე რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ დგამს!

საგანგაშო ცნობები მოდის ბელგიიდან, ევროპარლამენტის ვიცე სპიკერს ევა კაილის ბრიუსელში აწამებენ!
საქართველოს პასუხი ევროპარლამენტს!
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (პროექტი)
ევროპარლამენტის ვიცესპიკერის ევა კაილის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ბელგიაში კორუფციის ბრალდებით დაკავებული ევროპარლამენტის ვიცესპიკერის ევა კაილის უფლებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. იგნორირებულია უდანაშაულობის პრეზუმციის სამართლებრივი არსი, რაც პოლიტიკური ანგარიშსწორების ეჭვს ბადებს. ევა კაილის არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტებით, ბელგიის პენიტენციალურ სისტემაში შეზღუდული აქვს კანონით დადგენილი სერვისებით სარგებლობა, მას არ შეუქმნეს მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების შესაბამისი გარემო. უხეშად ირღვევა მისი როგორც ქალის და დედის უფლებები. საშუალებას არ აძლევენ ინახულოს მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის წევრები. ამგავრი დამოკიდებულება წამების ტოლფასია. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმებზე და ევროპულ ფასეულობებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. მიემართოს ევროკავშირს, უარი თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და დაიცვას ევროპარლამენტის ვიცესპიკერის ევა კაილის კანონით დადგენილი უფლებები. უზრუნველყოს ბელგიის პენიტენციალურ და სამართალდამცავ სისტემაში მისი უფლებების დაცვა და ნორმალური მოპყრობა.
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, მიმართოს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპარლამენტის ვიცესპიკერის ევა კაილის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანასთან და სასამართლო პროცესის საქართველოში წარმართვასთან დაკავშირებით.
3. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს მიაწოდოს ყველა დასაბუთება: საქართველოს პენიტენციალურ და სამართალდამცავ სისტემაში დაკავებულთა და პატიმართა მიმართ მოპყრობისა და მკურნალობის მაღალ სტანდარტებთან დაკავშირებით; ვივა-მედის კლინიკაში მსოფლიოში უპრეცედენტო მკურნალობისა და დაკავებული პაციენტისათვის უნიკალური პირობების შექმნის პრაქტიკაზე, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთდა, ანალოგიური სერვისების ევა კაილისათვის მიწოდების თაობაზე; საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მზადყოფნაზე , ევა კაილის სასმართლო პროცესის ევროსტანდარტებით წარმართვასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი, კარგახანია ჩვენი ქვეყნისთვის დამამცირებელ აბსურდის თეატრში გვაცხოვრებს! დაუსაბუთებელ, უსამართლო პრეტენზიებს გვიყენებენ და პოლიტიკური შეკვეთით ჩვენ დამორჩილებას ცდილობენ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე , როცა ევა კაილის ადვოკატები აცხადებენ , რომ ევროპარლამენტის ვიცესპიკერს ბრიუსელის საბყრობილეში არაადამინურად ებყრობიან და აწამებენ. საქართველოს პარლამნეტის ეს დადგენილება ჩვენი პასუხი უნდა იყოს იმ სპექტაკლზე რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ დგამს! ქართული სტანდარტი უფრო მაღალი და ადამინური აღმოჩნდა ვიდრე ევროკავშირის!
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close