საზოგადოება

“ქართული ოცნების” ცნობილ ჩატში დადეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო უმძიმეს მდგომარეობაში – ეკა კვესიტაძე

“მთავარი არხის” ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ეკა კვესიტაძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრებმა პარტიის შიდა ჩატში მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაავრცელეს, რომელზეც ჩანს, როგორ გამოიყურება ამჟამად სააკაშვილი.

“გუშინ, მე პირადად მთხოვეს, რომ მოვსულიყავი აქ, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის თხოვნა. ვიცით, რომ როცა ის სხდომებზე დადიოდა ის ითხოვდა სხვადასხვა ადამიანის დასწრებას სასამართლოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დღეს მკაფიოდ ჰქონდა გადაწყვეტილი სასამართლო პროცესზე მოსვლა, მას უნდოდა სასამართლო პროცესზე მოსვლა, მას ეს კონსტიტუციური უფლება წაართვეს და დღეს მოსამართლემ გამოაცხადა, რომ თურმე ექიმმა მას არ მისცა უფლება მოსულიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მე მინდა ახლა ვიკითხო, ანუ მიხეილ სააკაშვილი არის ისე ცუდად, რომ ქართული ოცნება ვერ ბედავს მის გამოჩენას, ესაა ფაქტი.

მე ჩემი წყაროებიდან ისიც ვიცი, რომ ქართული ოცნების ცნობილ ჩატში დადეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო უმძიმეს მდგომარეობაში. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაშია, ამ ფოტოს ავრცელებენ ისინი და ამბობენ, რომ არ შეიძლება ის ამ მდგომარეობაში ეჩვენოს, თორემ ხელისუფლებისთვის ამას მძიმე შედეგები ექნება”, – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close