საზოგადოება

მდგომარეობა ბევრად მძიმეა და მართლა ერთხელ და სამუდამოდ ფარდა უნდა აეხადოს – გიორგი სააკაშვილი ძმის ჯანმრთელობის შესახებ

“მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ბოლო სასამართლო პროცესთან შედარებით, რომელიც 7 თვის წინ იყო და ორჯერ გახდა შეუძლოდ და მისი გაყვანა გახდა სასამართლო პროცესიდან დახმარების აღმოჩენისთვის. მე ხშირად მიწევს ჩემი ძმის მონახულება და დაგიდასტურებთ, რომ მისი მდგომარეობა ბევრად მძიმეა და მართლა ერთხელ და სამუდამოდ ფარდა უნდა აეხადოს იმას, რომ კი, ნამდვილად ყველა ექიმი მაქსიმალურს ცდილობს, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა ვივა მედში, მაგრამ მდგომარეობა რთულია. რთული სათქმელია ჩემი მხრიდან, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ არა, მაგრამ ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ თუნდაც თუ არ მოიყვანეს დღეს არ უნდათ მმართველ პარტიას რომ დაანახოს საზოგადოებას მართლა რა მძიმე მდგომარეობაშია დღესდღეობით ჩემი ძმა”, – აცხადებს გიორგი სააკაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close