მსოფლიო

ფაშინიანმა პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტად გამოაცხადა

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეცდომით საფრანგეთის პრეზიდენტი უწოდა – ამის შესახებ რია ნოვოსტი წერს.

ინციდენტი პოლიტიკოსის სიტყვით გამოსვლისას მოხდა, როცა 2020 წლის შემოდგომაზე მთიანი ყარაბაღის შესახებ მიღწეული შეთანხმებების დეტალებზე საუბრობდა. ”1 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა …” – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის  სიტყვები სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა და მომხმარებლების ირონიული შეფასებები გამოიწვია.

მანამდე ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირი სომხეთის უსაფრთხოების გარანტიაა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი და ერევანი განიხილავენ ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების გაფართოების შესაძლებლობას. კერძოდ, სიუნიკის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების 102-ე ბაზის შექმნის შესაძლებლობას.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close