სხვადასხვა

„უძღები შვილის დაბრუნება“ – რემბრანდტის უკანასკნელი შედევრი, რომელშიც პირადი ტრაგედია ასახა

ჰოლანდიელი ფერმწერი და ბაროკოს ეპოქის უდიდესი წარმომადგენელი რემბრანდტ ვან რეინი 1606 წელს ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში დაიბადა. მის მიერ 63 წლიანი მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ნახატების უმრავლესობა დღეს მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და საუკეთესო მუზეუმებშია განთავსებული. რემბრანდტის სახატავი თემა ამოუწურავი იყო, თუმცა ძირითად აქცენტებს მაინც რელიგიურ თემაზე აკეთებდა.
„უძღები შვილის დაბრუნება“, რომელსაც ჰოლანდიელი ოსტატის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევენ, რემბრანტმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დახატა და ცნობილი ბიბლიური სიუჟეტით თავისი ცხოვრების ტრაგიკული მოვლენა ასახა.

Возвращение блудного сына. Рембрандт. | Фото: christofgrace.files.wordpress.com.
ტილოს ბიბლიური სიუჟეტი ყველასთვის ცნობილია – მამას ორი ვაჟი ჰყავდა. უფროსი გამრჯე და საქმიანი იყო და მშობელს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, ხოლო უმცროსი ქარაფშუტა აღმოჩნდა. მან მამას მემკვიდრეობიდან წილი მოთხოვა და გართობისა და თავაშვებული ცხოვრების მორევში გადაეშვა. როცა ქონება ქარს გაატანა და ხელცარიელი დარჩა, ვაჟი  იძულებული გახდა თავი ღორების მწყემსვითა და მათხოვრობით ერჩინა. დიდხანს იწვალა, იხეტიალა და ბოლოს მაინც მამის კერას დაუბრუნდა. რემბრანდტის სურათზე იგავის უკანასკნელი ეპიზოდია ასახული, როდესაც დარდისა და შვილის მონატრებისგან წელში გატეხილი, მოხუცი მამა მონატრებულ შვილს გულში იკრავს.

Возвращение блудного сына. Ян Стен, 1668-1670 гг. | Фото: artist-gallery.ru.
უძღები შვილის დაბრუნების ბიბლიური მოტივი არა ერთი ცნობილი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა, თუმცა რემბრანდტისა და სხვა მხატვრების მიერ ამავე თემაზე შექმნილ ტილოებს შორის, თვალშისაცემი კონტრასტია. მაგალითად, თავის დროზე, რემბრანდტზე პოპულარული იან სტენისა და ესპანელი მხატვრის მურილიოს ნახატები გაცილებით ოპტიმისტურად გამოიყურება – უძღები შვილის დაბრუნებით გახარებული მსახურები, მისთვის გამოტანილი ახალი სამოსი, დასაკლავად გამზადებული ხბო, წვეულებისთვის მზადება, პატრონის დაბრუნებით გახარებული ძაღლი და ა.შ.

Возвращение блудного сына. Фрагмент. | Фото: 2.bp.blogspot.com.
რემბრნადტთან ყველა ზედმეტი ატრიბუტი გამქრალია. მხატვარი მხოლოდ მამა-შვილის ემოციაზეა კონცენტრირებული. მოხუცი მამა ფრთხილად და მზრუნველად ეხება შვილის მხრებს. მის სახეზე სიბრალული და მონატრებაა აღბეჭდილი. სახლის წინ არსებულ მცირე ზომის ბაქანზე რამდენიმე ადამიანია შეკრებილი. სურათის მარცხენა კუთხეში მამის წინ მუხლმოდრეკილი შვილია გამოსახული. მის სახეზე აღბეჭდილი განცდები არ ჩანს, მაგრამ ვაჟის გადაპარსული თავი,  დახეული სამოსი, გაცვეთილი ფეხსაცმელი და  დაკოჟრილი ფეხები ყველაფერზე მეტყველებს. რემბრანდტი როგორც მას ჩვევია, მთავარს სინათლით გამოჰყოფს და ამით იზიდავს მნახველის ყურადღებას.

Титус в образе монаха. Рембрандт, 1660 год. | Фото: istanbulsanatevi.com.
„უძღები შვილის დაბრუნება“ მხატვარმა მისი და საყვარელი ცოლის, სასკიას ერთადერთი შვილის ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ დახატა.მხატვრის დანარჩენი სამი შვილი პატარაობაში გარდაიცვალა.
მწუხარებისგან განადგურებული მამა გამუდმებით თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. სუიციდისგან მხატვარი „უძღები შვილის დაბრუნებაზე“ მუშაობამ იხსნა. რემბრანდტი თითქოს ბიბლიური სიუჟეტის მამაში განსხეულდა, რომელსაც შვილის გულში ჩაკვრის ბედნიერება ეწვია.
სამწუხაროდ, ეს ნახატი რემბრანდტის უკანასკნელ ნაწარმოებად იქცა.  მხატვარი შვილის დაკარგვით გამოწვეულ მწუხარებას შეეწირა და სურათის დამთავრებიდან მალევე, 1669 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close