Sliderსაზოგადოება

უფასო სასადილოებით თბილისში 42 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს

თბილისის უფასო სასადილოებში თითო ბენეფიციარის დღიურ კვებაზე მხოლოდ 1 ლარი და 70 თეთრია გამოყოფილი. სახელმწიფომ კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის ინფლაცია მხოლოდ 40 თეთრიანი მატებით დააბალანსა. გასულ წელს თითო ბენეფიციარზე დღიური კვებისთვის 1 ლარი და 30 თეთრი იყო გამოყოფილი.

“ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით”, თბილისის უფასო სასადილოებში თითო ბენეფიციარის დღიურ კვებაზე მხოლოდ 1 ლარი და 70 თეთრია გამოყოფილი. უფასო სასადილოებით თბილისში 42 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს, სახელმწიფომ კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის ინფლაცია მხოლოდ 40 თეთრიანი მატებით დააბალანსა. გასულ წელს თითო ბენეფიციარზე დღიური კვებისთვის 1 ლარი და 30 თეთრი იყო გამოყოფილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ   მწირი მენიუს გარდა, საკვები ხშირ შემთხვევაში იმდენად ცუდია, რომ ბენეფიციარებს სასადილოდან მხოლოდ უფასო პური გააქვთ. ორგანიზაციის ცნობითვე, უფასო კვების პროგრამაში უცვლელ მენიუსთან ერთად, ასევე უცვლელია ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიების სია, რომლებსაც წარსულში ხელშეკრულების პირობების დარღვევა უფიქსირდებათ, ასევე დარღვევები სანიტარული ნორმების მიმართულებით, თუმცა წლებია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close