Sliderსაზოგადოება

მოსამართლეებისთვის 34 ავტომობილის შესაძენად 2 485 740 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ავტომანქანების შესაძენად ტენდერს აცხადებს.

ტენდერის ღირებულება 2 485 740 ლარია. საბჭოს 34 ავტომობილის შეძენა სურს.

შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.

იუსტიციის საბჭოსთვის მანქანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს, ელშუსებით, კონდიცირებით, სენსორული მონიტორით, უკანა საქარე მინის გათბობით და ა.შ.

პუბლიკა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close