საზოგადოება

“უფანტაზიო ავადმყოფები ხართ, პლიუს სულელები” – ჯაფარიძე სუს-ს მიმართავს

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარტიის ოფისთან ნაგვის დაყრასა და წარწერების გაკეთებას Facebook-ზე ეხმაურება. ჯაფარიძე სუს-ს მიმართავს:

“ეს ხდება ახლა იმ სახლის სადარბაზოში, სადაც ოფისი გვაქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – უფანტაზიო ავადმყოფები ხართ. პლიუს სულელები, თუ 1% შანსს მაინც უშვებთ რომ ამით ჩვენ გაგვაჩერებთ. პ.ს. ამ ოფისში კონდიციონერი არ დაგვაყენებინეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიაო და ამ მართლა ვანდალებმა რა დღეში ჩააგდეს”,-წერს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ოფისთან უცნობმა პირებმა ნაგავი დაყარეს და სადარბაზოში წარწერები – “მონა” დატოვეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close