პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, პარლამენტის წევრის, ზურაბ ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა დეპუტატის პირადი განცხადება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და შესაბამისი დასკვნა მოამზადა პარლამენტის ბიუროსთვის გადასაცემად.

შესაბამის დადგენილებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close