საზოგადოება

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იყო მცდელობები, სააკაშვილთან დაკავშირებით ერთგვარი მოლაპარაკება ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილთან – გელბახიანი

მე როგორც მითხრეს, ივანიშვილი არ არის დაინტერესებული ამ საკითხით და მთავრობას გადაულოცა, მასთან გაარკვიეთ საკითხებიო, თუმცა, მე არაფრის არ მჯერა”- განაცხადა ვალერი გელბახიანმა “ფორმულა”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრობდა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იყო მცდელობები, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთგვარი მოლაპარაკება ყოფილიყო როგორც ბიძინა ივანიშვილთან, ასევე დღევანდელ ხელისუფლებასთან, რაზეც მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი არ არის დაინტერესებული ამ საკითხით.

ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ მას არ სჯერა, რომ საქართველოს მთავრობის დონეზე წყდება სააკაშვილის საქმე და ის პირდაპირ ემორჩილება რუსეთს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close