პოლიტიკა

რაში სჭირდება ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს პარლამენტი? მათ გასაკეებელი გააკეთეს – მელია

აუდიო ჩანაწერი დაჩეხილი და დამონტაჟებულია ვანო მერაბიშვილის და მისი ჯგუფის მიერ გავრცელდა. ვიცი კონკრეტული ადამიანები ვინც ამ ჩანაწერით თავს იწონებდა და ამომრჩეველს ასმენინედა.

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიამ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები ვანო მერაბიშვილმა და მისმა მეგობრებმა გაუვრცელეს.

“აუდიო ჩანაწერი დაჩეხილი და დამონტაჟებულია ვანო მერაბიშვილის და მისი ჯგუფის მიერ გავრცელდა. ვიცი კონკრეტული ადამიანები ვინც ამ ჩანაწერით თავს იწონებდა და ამომრჩეველს ასმენინედა. არ მინდა მომავავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ვიხილო ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფარული ჩანაწერით პოლიტიკური გავლენის მოპოვება სცადონ. კონკრეტული ადამიანები ვიცი, ვინც ეს აკეთა “- თქვა მალიამ. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა საარჩევნო სიაში ვანო მერაბიშვილი ვიხილოთ, პოლიტიკოსმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და თავდაცვის ექს შეფმა “მათი გასაკეთებელი გააკეთეს: “რაში სჭირდება ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს პარლამენტი? მათ გასაკეებელი გააკეთეს”.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close