პოლიტიკა

უკრაინის ტერიტორიის 20% პოლიგონად არის გადაქცეული. ამ ომის გამჩერებელი არავინ არის – ღარიბაშვილი

„მსოფლიო დგას ბირთვული ომის საშიშროების წინაშე. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა, რაც ყოვლად დაუშვებელია და კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხეები და რისკები ახლავს ამ ყველაფერს. უკრაინის ტერიტორიის 20% პოლიგონად არის გადაქცეული. ამ ომის გამჩერებელი არავინ არის. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედება არის ღალატის ტოლფასი. შეხედეთ ევროპის და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, თუ როგორ მოქმედებენ ისინი. ჯერ იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებს უზიარებენ საკუთარ რესურსებს და დახმარებას. ოპოზიციას მივმართავ, ვისწავლოთ ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვა, გვეყო, რაც დამანგრეველი და კატასტროფული შეცდომები დავუშვით მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. დღეს არის ურთულესი დრო, მაგრამ ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, რომ ამ გამოწვევებით აღსავსე დროდან გამოვიდეთ გამარჯვებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close