პოლიტიკა

გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, რომ თითქოს რაღაც სასწაული მოხდება თუ ვერ მივიღებთ სტატუსს – ღარიბაშვილი

“ჩვენი მთავარი ოცნება და საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება. მე მინდა მივმართო ოპოზიციას, როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის გაერთიანების გარეშე საქართველოს მომავალი. 24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე. გასაგებია, გავიგეთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მინდა გითხრათ და ჩვენს მოქალაქეებსაც მოვახსენო, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული, მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, ეს არის პროცესი, ამის შემდეგ კიდევ იწყება სხვა პროცესი და ა.შ. წლები დაგვჭირდება ჩვენ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას სჭირდება მომზადება და არა ფარისევლობა და ტყუილი, რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, რომ თითქოს რაღაც სასწაული მოხდება თუ ვერ მივიღებთ სტატუსს. სტატუსს მიიღებს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ.” მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში გამოსვლისას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close