მსოფლიო

უკრაინაში კრიმინალური ბანდები თარეშობენ – ზელენსკი ავაქოვს თანამდებობიდან უშვებს?

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაქოვის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

ბოლო კვირების მანძილზე არსენ ავაქოვის თანამდებობიდან მოსალოდნელ გათავისუფლების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებები და კონსულტაციები გაიმართა.

„ზელენსკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაშვების სურვილი  პერიოდულად ესტუმრება ხოლმე. ასე იყო შარშან, აგვისტოში, მერე ნოემბერ-დეკემბერში, იანვარ-თებერვალში და ბოლოს ახლა“- ამბობს გამოცემის წყარო.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით,  ამჯერად ზელენსკი მეტისმეტად კატეგორიულია, რისი მიზეზიც უკრაინაში შექმნილი კატასტროფულად მძიმე კრიმინალური ვითარება და ბანდების თარეშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი ავაქოვის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გაახმოვანებს.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close