პოლიტიკა

“უკვე შევძლებთ უფრო მეტი პროექტის გათვალისწინებას მომავალი წლის ბიუჯეტში” – კალაძე

ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ 820 მლნ-დან და ავედით მილიარდ 200 მლნ-ზე

ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესრულების ერთ-ერთი მთავარი საშუალება, ყველამ კარგად იცის, რომ არის მუნიციპალური ბიუჯეტი, რაზეც საარჩევნო პროგრამის ფარგლებშიც მისაუბრია. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა მიაღწიოს მილიარდ შვიდას მილიონ ლარს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართუილ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტი 2017 წელს 820 მლნ-ი იყო, დღეს კი  და ავედით მილიარდ 200 მლნ-ია.

“რა თქმა უნდა, მეტი ფინანსური შესაძლებლობა მეტ განხორციელებულ პროექტს, მეტ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების პროგრამას ნიშნავს, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. კანონმდებლობიდან გამომდინარე, შუალედური პროექტი უკვე წარვუდგინეთ საკრებულოს, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაწილი შედგება მილიარდ 200 მლნ-სგან, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში დაახლოებით 230 მლნ ლარია განსაზღვრული. ჯამურად ამ ეტაპზე, შუალედური ბიუჯეტი არის მილიარდ 430 მლნ-ზე წარდგენილი. მე პირადად ვაგრძელებ კომუნიკაციას ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ბატონ პრემიერთან. მადლობა მინდა გადავუხადო მას მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, უფრო მეტი სახსრების მობილიზებას შევძლებთ, რათა ზედმიწევნით შევასრულოთ წინასაარჩევნოდ ჩვენს მიერ გაცემული ყველა დაპირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ პროექტში, რომელიც დღეს არის გაგზავნილი საკრებულოში, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ასახული იმ პროექტების შესახებ ინფორმაცია, რასაც 2022 წლის განმავლობაში განვახორციელებთ. მას შემდეგ, რაც დავასრულებთ განხილვას და მოლაპარაკებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან, გვეცოდინება დამატებითი სახსრების მობილიზების შესახებ, უკვე შევძლებთ უფრო მეტი პროექტის გათვალისწინებას მომავალი წლის ბიუჯეტში და მას დაახლოებით ერთი თვის თავზე წარვუდგენთ თბილისის საკრებულოს” – განაცხადა კახა კალაძემ..

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close