საზოგადოება

“საახალწლო დეკორაციებმა ამ მძიმე პანდემიური ვითარების მიუხედავად, დადებითი და თბილი განწყობა უნდა მოიტანოს” – კალაძე

ბოლო წლებია, თბილისში განახლდა საახალწლო დეკორაციები, რათა შთამბეჭდავი სადღესასწაულო გარემო შეიქმნას და როგორც თბილისის სტუმრებისთვის, ისე მოსახლეობისთვის შობა-ახალი წლის დღეებმა, ამ მძიმე პანდემიური ვითარების მიუხედავად, დადებითი და თბილი განწყობა მოიტანოს, – ამის სესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ისაუბრა.

კახა კალაძის ინფორმაციით:

“წელს, ალბათ ხედავთ, რომ „თბილსერვის ჯგუფმა“ დაიწყო საახალწლო დეკორაციების, განათებების და ილუმინაციების მონტაჟი, ასევე, თბილისის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის, გლდანსა და ვარკეთილში საახალწლო ნათურების, აქსესუარებისა და ნაძვის ხეების გასაახლებლად გამოაცხადა ელექტრონული ტენდერები. აღნიშნული სამი ტენდერიდან ორი არის საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი – საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვის მიზნით (სამივე ტენდერის ღირებულებაა 207 000 ლარი). მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი ტენდერი არ გამოცხადებულა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით, რაც ე.წ. კრიტიკულმა მედიამ გაავრცელა. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და კიდევ ერთი მცდელობა შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close