სამართალი

უკანა სავარძელზე იყო საცოდავი, 5 დღე რატომ ვერ მოძებნეს, ბევრი კითხვის ნიშანია – მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი გოგოს ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს – უკანა სავარძელზე იყო საცოდავი, მერე უკვე მამის დაწყნარება მომიხდა.

მისივე თქმით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი, მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება.

,,მანქანაშია მოთავსებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მოხდება მანქანის გახსნა, ცხედრის გადმოსვენება. ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტს მარიამ ჯიშკარიანს ჩართავს, იმიტომ რომ შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, არ არის ნდობა ექსპერტებთან დაკავშირებით. არის ვერსიები, დეტალურად გადავხედავ საქმის მასალებს, გადავხედავთ გარემოს, 5 დღე რატომ ვერ მოძებნეს, ბევრი კითხვის ნიშანია. უკანა სავარძელზე იპოვეს”, – განაცხადა რამიშვილმა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close