საზოგადოება

უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა – ნიკოლოზ სააკაშვილი პენიტენციურ სამსახურს მიმართავს

მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რომ შემდგარიყო მამა-შვილს შორის პაემანი, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს. გთხოვთ, გაერკვიოთ, რა ხდება? რა არის მიზეზი მშობლის მიერ შვილის არნახვისა. მომეცით წერილობითი პასუხი.

„მოგმართავთ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი. ჩემი შვილი უკვე მე-8 თვეა პატიმრობაშია, რომელიც არის აგრეთვე მძიმე ავადმყოფი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რომ შემდგარიყო მამა-შვილს შორის პაემანი, რომელიც დაშვებულია არსებული კანონმდებლობით (მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა რამდენჯერმე თქვენთან შემოიტანა განაცხადი ჩემს შესახებ, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს.) გთხოვთ, გაერკვიოთ, რა ხდება? რა არის მიზეზი მშობლის მიერ შვილის არნახვისა. მომეცით წერილობითი პასუხი და უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა“, – წერს მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი „ფეისბუქის“საკუთარ გვერდზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close