Sliderეკონომიკა

ფასები გაიზარდა: პური და პურპროდუქტები 4.8%, თევზეული 1.8%, ზეთი და ცხიმი 1.6 %, მინერალური და წყაროს წყალი, ნატურალური წვენები 1.2%

ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.3 პროცენტი)

2022 წლის მაისში, ხილზე და ყურძენზე, პურზე, თევზეულზე, ზეთზე, მინერალურ წყლებზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობითვე, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე.

2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.7 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (20.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.3 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (13.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.8 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4.5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.3 პროცენტი)“, – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close