საზოგადოება

უეფამ სომხეთსა და აზერბაიჯანში მატჩების ჩატარება აკრძალა

მთიან ყარაბახში დაძაბული სიტუაციის გამო, უეფამ სომხეთსა და აზერბაიჯანში საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარება გაურკვეველი ვადით შეაჩერა.

„უეფას მიაჩნია, რომ დღეისთვის ამ ქვეყნებში ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით მატჩების გამართვა შეუძლებელია“, – წერია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.

ორივე ქვეყნის ფედერაციებსა და კლუბებს შეუძლიათ წარმოადგინონ ალტერნატიული ადგილები უეფას ეგიდით გასამართი საშინაო მატჩებისთვის.

უეფა ასევე აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის იმ მატჩებზე, რომელიც მომავალი წლის ივნისში ბაქოში უნდა გაიმართოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close