პოლიტიკა

„უბრალოდ დავეხმარე.. შვიდი ადამიანის ხელმოწერა სჭირდებოდათ“ – ჯაფარიძე ფრაქციაში გაწევრიანებაზე

ჩემი წევრობა ამ ფრაქციაში არის ფორმალური. მე არ ვმონაწილეობ პარლამენტის რუტინულ საქმიანობაში, მხოლოდ ისეთ საქმიანობაში ვიღებ მონაწილეობას, რომელიც დაკავშირებულია შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ პუნქტებთან, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას აღნიშნულ ფრაქციაში არანაირი როლი არ ექნება.

„გიორგის და ხათუნას ჰქონდათ სურვილი, რომ შეექმნათ ფრაქცია რადგან ფრაქციისთვის განკუთვნილი რაღაც რესურსების გამოყენება უნდათ, მაგალითად როგორიცაა, ბიუროს სხდომებში მონაწილეობა, ისევე როგორც მეტი დრო. მე ეგეთ რაღაცებში არ ვიღებ მონაწილეობას, ამიტომ უბრალოდ დავეხმარე ტექნიკური თვალსაზრისით, რომ ფრაქცია შექმნილიყო. შვიდი ადამიანის ხელმოწერა სჭირდებოდათ და ჩემი როლი ამით შემოიფარგლება, მეტი არაფრით. სხვა არაფერი როლი არ მექნება. არ ვიღებ რუტინულ საქმიანობაში მონაწილეობას სულ მცირე ოქტომბრის არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში, თუ ამას ვერ მივაღწიეთ მერე სხვა რეალობის წინაშე ვიქნებით, მაგრამ ამ წუთში ამ რეჟიმში ვარ და ამ რეჟიმში ვაგრძელებ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close