საზოგადოება

ჯანმო არ გამორიცხავს, რომ COVID-19-ის ვაქცინის მიმართ მდგრადი შტამები გამოჩნდებიან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამები გაჩნდეს, რომლების მიმართაც ვაქცინა უძლური აღმოჩნდება.ამის შესახებ SkyNews-სთან ინტერვიუში ჯანმო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში, დევიდ ნაბარომ განაცხადა.

ნაბარო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვების ერთიანად მოხსნით დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან ამან, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ტალღა გამოიწვიოს.

ნაბარო აღნიშნავს, რომ შესაძლოა მალე გამოჩნდეს COVID-19-ის მუტირებული შტამები, რომლებიც დღეისათვის არსებული ვაქცინების მიმართ მდგრადები იქნებიან.

„ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლისას ყველაზე საშიში მომენტია, როდესაც მრუდი ნულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, თუ სიფრთხილის ზომებს ზედმეტად სწრაფად გააუქმებთ, ახალი ტალღა კვლავ გამოჩნდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთში ახალი ინდური შტამი გვაქვს, ორმაგად ფრთხილად უნდა ვიყოთ “, – აცხადებს ჯანმო-ს სპეციალური წარმომადგენელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close