სამართალი

ტურისტი ქალი და მასზე თავდამსხმელი სავარაუდოდ, ერთმანეთს იცნობდნენ – ბათუმში მომხდარი შემთხვევის დეტალები

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის დაჭრასა და მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

45 წლის მამაკაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრა, თავად საქართველოს მოქალაქე იყო. დაჭრილი ქალი კი 35 წლამდე, ბელარუსის მოქალაქეა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით იმყოფებოდა ის საქართველოში.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ და შემთხვევაც პირად კონფლიქტს მოჰყვა. მამაკაცმა ქალს ჭრილობა ზურგიდან მიაყენა.

გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელის, რუსუდან ქამადაძის თქმით, დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და ის გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში გადის მკურნალობას.

“სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი დილის 07:55 წუთზე 33 წლის ქალბატონი ზურგის არეში მიყენებული ჭრილობით, რომელიც არის გულმკერდის ღრუში შემავალი. ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, დრენირება ფილტვის. ამ წუთში იმყოფება გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის გაგრძელების მიზნით. მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია,” – განაცხადა გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ქამადაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. დაჭრილია ქალი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრის შემდეგ კი მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

ინციდენტი გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„რუსთავი 2“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close