საზოგადოება

ტურისტის 11 საათზე სახლში წასვლა მირჩევნია დღეში 30 თანამოქალაქის დაღუპვას – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა აცრების ინტენსივობასა და 100 000 სულ მოსახლეზე COVID-19-ით ავადობის მაჩვენებელზეა დამოკიდებული.

“ქვეყანაში, პრაქტიკულად, არავითარი შეღუდვა აღარ მოქმედებს. დარჩენილია მხოლოდ პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და კომენდანტის საათი 11 საათიდან 4 საათამდე. მესმის, მაგრამ რა ვქნა, მაინც ტურისტის 11 საათზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას. კომენდანტის მოხსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება აცრებით მოცვა და როგორი იქნება ავადობა 100 000 სულ მოსახლეზე,” — აცხადებს პაატა იმნაძე ტვ “პირველთან”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close