პოლიტიკა

პარლამენტში ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შეიქმნა

„სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთიანდებიან და საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან.

ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ერქმევა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი მთავარი საფუძველი გაერთიანების არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა მოაწერა ხელი, აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ გააკეთებს ყველაფერს, გამოიყენებს ყველა ბერკეტს საპარლამენტო მუშაოსისას, რათა შესრულდეს ყველა პუნქტი, რომელიც ნახსენებია და ეხება ფუნდამენტურ რეფორმებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა სამნიძემ.

 ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის აპარატს კი – სერგო ჩიხლაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close