მსოფლიო

„ტვიტერმა“ ამჯერად რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა

მიკრობლოგმა „ტვიტერმა“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიში „ტვიტერის“ პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევის გამო ჩაიკეტა“.

„როიტერი“ წერს, რომ მარჯორი ტეილორ გრინი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ეკამათა, კონგრესის წევრი ასევე ცნობილია შეთქმულების თეორიების მხარდაჭერით.

თავად მარჯორი ტეილორ გრინი „ტვიტერს“ კონსერვატიული პოლიტიკური ხმების ჩახშობაში სდებს ბრალს.

1 tv.ge
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close