პოლიტიკა

ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია სამ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურ დონეზე პრობლემა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა – გიორგი გახარია

ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია სამ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურ დონეზე პრობლემა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებზე საუბრისას.

„ხანდახან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გამოდის და ამბობს, რომ საქართველო ბევრად უფრო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე ასე ვთქვათ, კანდიდატობის სხვა კანდიდატები, უკრაინა და მოლდოვა. ნაწილობრივ, მართალი არიან. იმიტომ, რომ ტექნიკურ დონეზე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო წლების განმავლობაში იყო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი, რეფორმების გატარების თვალსაზრისით, ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია ამ სამ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურ დონეზე პრობლემა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება, ბევრად უფრო განმსაზღვრელი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც საბედნიეროდ, ჯერ არ არის მიღებული“, – განაცხადა გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close