პოლიტიკა

პოლიტიკურ კონტექსტში არაორაზროვანი განცხადებები, რა თქმა უნდა, ბუნებაში არ იკარგება – გახარია

„როდესაც შენ ამბობ, რომ შენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს, ზოგიერთ ევროპარლამენტარს, ან ევროპას სურს აქ მეორე ფრონტის გახსნა და ამიტომ სჯიან ქვეყანას, ასეთი არაორაზროვანი განცხადებები, რა თქმა უნდა, ბუნებაში არ იკარგება. რა თქმა უნდა, ამას თავისი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება და ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის კითხვას: არის თუ არა პოლიტიკურად საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთ დონეზე.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ კონტექსტში დღეს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს – პირდაპირი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე და ა.შ, ბუნებაში არ იკარგება და რა თქმა უნდა, ამას თავისი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close