საზოგადოება

“სულ უნდა გახსოვდეთ,რომ ბ-ნი ბიძინა ექვთიმე თაყაიშვილია, არ დაიმახსოვრებთ? წახვალთ სახლში” – ხერხეულიძე წულუკიანის გადაწყვეტილების შესახებ

რეპრესიულ მანქანას მხოლოდ მუზეუმი რომ არ ეპუება, ჭკუა კი არ დაუშლის გააგრძელოს ბოროტება, წინააღმდეგობაა საჭირო, მეგობრებო….

“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“თეა წულუკიანის ბოლშევიკური დევიზი -“კომპეტენციის ნაკლებობა” სინამდვილეში პოლიტიკური მხარდაჭერის ნაკლებობას გულისხმობს.
ამ არაჩვეულებრივი ადამიანების შვილს გაათავისუფლებდა სამსახურიდან, აბა რას იზამდა, ნება რომ მისცე დახვრეტდა კიდეც “ხალხის მტრებს”…
სასჯელის უმაღლეს ზომად პროფესიონალების სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობა აქვს და სიამოვნებით იყენებს.

გაუნათლებელი ბატონის მოურავი ქვეყნისთვის გამორჩეულ ქართველებს უწუნებს კომპეტენციას და ამით სხვა დანარჩენს აფრთხილებს – “სულ უნდა გახსოვდეთ,რომ ბ-ნი ბიძინა ექვთიმე თაყაიშვილია, არ დაიმახსოვრებთ? წახვალთ სახლში. ამჯერად მხოლოდ ეს შემიძლია…”

თეა წულუკიანის რეპრესიულ მანქანას მხოლოდ მუზეუმი რომ არ ეპუება, ჭკუა კი არ დაუშლის გააგრძელოს ბოროტება, წინააღმდეგობაა საჭირო, მეგობრებო….

ძალმომრეობას ძალის დაპირისპირება აკავებს, სინდისი აქ არაფერ შუაშია…”

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close