საზოგადოება

სოციალური აგენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის ზღვარზე არიან – თეონა ჭალიძე

ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ექიმების ოჯახში გაზრდილ, ხუთი შვილის მამას ჯანდაცვის მინისტრის ამპლუაში სოციალური აგენტების გაფიცვაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვის საკითხს ეხმიანება.

თეონა ჭალიძის განცხადებით, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს უკვე წლებია ატყუებენ. მისივე განმარტებით, სოციალური აგენტების მოთხოვნები სრულად ლეგიტიმური და სამართლიანია.

„სოციალური აგენტები არაერთხელ მოატყუეს ჯანდაცვის მინისტრებმა, ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის ზღვარზე ლამის თავად არიან. მათი ყველა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მოთხოვნები ლეგიტიმური და სამართლიანია.

390-მდე დასაქმებული ითხოვს: გაწეული სამუშაოს ტარიფების და სამგზავრო ხარჯის ანაზღაურების გაზრდას, დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ბიულეტენზე ყოფნის დროს სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას და პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას.

სოლიდარობას ვუცხადებ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს, სოციალურ აგენტებს, რომლებიც უკვე მერამდენედ იწყებენ გაფიცვას თავიანთი შრომითი უფლებებისთვის, რადგან ამ ადამიანებს წლებია უკვე ატყუებენ და არაფრად აგდებენ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ექიმების ოჯახში გაზრდილ, ხუთი შვილის მამას ჯანდაცვის მინისტრის ამპლუაში სოციალური აგენტების გაფიცვაზე“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close