Sliderსაზოგადოება

სტამბულის აეროპორტში სააკაშვილს აგინეს – რატომ ჩამოვიდნენ დიპლომატები საქართველოში?

“მიშა, სატამბულის აეროპორტში, დღეს ქართველებმა დაგახურეს და იმ დიპლომატების მაინც არ შეგრცხვა, თბილისში შეკვეთით, რომ ჩამოიყვანე?” – წერს ადვოკატი ლალი აფციაური ფეისბუზე და აზუსტებს: “ცოტა ხნის წინ ნათესავს დავხვდი აეროპორტში, თურქეთის რეისით ჩამოფრინდა, გარეთ “მთავარის” ორი ჟურნალისტი იცდიდა. მათი საუბრიდან გამომდინარე დიპლომატებს ელოდებოდნენ… ჩემმა ნათესავმა, მიშა ვნახე სტამბოლის აეროპორში, ეს ორი კაცი გამოაცილა ახლა ინტერვიუს, რომ აძლევენო. ქართველებმა მიშას შავი დღე აყარესო… ანუ, ჩამობრძანდნენ მიშას დიპლომატები, ხვალ “დიპლომატებისგან” მკაცი განცხადებების დღე გვაქვს და რა თქმა უნდა, ნაცების ჟრიამულის… როგორც ჩანს, ესენიც გრაალის დასაცავად ჩამოვიდნენ”.
“ახლა ვბრუნდებოდი უკრაინაში სტამბულის გავლით და საინტერესო ისტორია შემემთხვა სტამბულის აეროპორტში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
„ესკალატორზე მოძრაობისას თან ამედევნა ერთი აშკარად ქოც აქტივისტი, წინასწარ ცნობილი იყო, რომ დღეს უნდა დავბრუნებულიყავი უკრაინაში ამ რეისით და არამგონია, რომ ამ გაუპარსავი სუბიექტის გამოჩენა შემთხვევითი ყოფილიყო და გამოიწია ჩემზე გინებით და ვაპირებდი ყურადღება არც მიმექცია, მაგრამ ამასობაში შუაში მას წინ გადაუდგა ერთი ახალგაზრდა გოგო, რომელიც ასევე გვერდზე მოდიოდა და დაინახა ეს სცენა, ამ დროს მეც ჩავრთე ჩემი ვიდეო კამერა, მინდოდა რომ ეს გოგო თქვენც გენახათ, იმიტომ რომ მართლაც გულს ფსალმუნივით ეფინება ხოლმე ასეთი ადამიანების არსებობა საქართველოში – მათი გულისთვის ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
ამის შემდეგ, გზაში კიდევ შემომხვდა რამოდენიმე ქართველი და მეორე ადამიანიც ჩავწერე მისივე თხოვნით. რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს ერთი მუჭა ხელისუფლების უზურპატორებთან და მათ მსახურებთან, მეორეს მხრივ, ახალ საქართველოსთან, რომელსაც მე ერთ დროს საკმაოდ არა მოკრძალებულად ვუწოდე “მიშას თაობა”. – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close