Sliderპოლიტიკა

გახარიას ერთმა ფოტომ სოცმედიის რეკორდი მოხსნა – “გადალახა 7%-იანი ბარიერი”

"გახარიას კედელზე რაც ახლა ხდება, პლებისციტიცაა, რეფერენდუმიც და არჩევნებიც"

ყოფილ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ფეისბუქგვერდი “აფეთქდა”.
გახარიას ერთ ფოტოს (სელფს) გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში 145 ათასზე მეტი მოწონება, 23 ათასი კომენტარი და 6 ათასზე მეტი (მონაცემები აღებულია 20 თებერვლის 10.00 საათის მდგომარეობით)  გაზიარება აქვს.
საზოგადოების მხრიდან მსგავსი გამოხმაურება და მხარდაჭერა, ისიც დადებითი კუთხით, არც ერთ ყოფილ ჩინოსანს ჰქონია, არა მხოლოდ გადადგომის, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც კი.
“გადალახა ტიპმა უკვე 7%-იანი ბარიერი. პრემიერის ოფიციალური გვერდი გადაკეთდა პოლიტიკოს გიორგი გახარიას ფან-პეიჯად… თან ისეთი სისწრაფით მოხსნა სოცმედიის ყველა რეკორდი-  2 საათში 115 000 ლაიქი..” – წერს ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი ფეისბუქზე.
“გახარიას კედელზე რაც ახლა ხდება, პლებისციტიცაა, რეფერენდუმიც და არჩევნებიც.
კიდევ გაუგებარია არჩევნების შედეგები?
მეტი რა ქნას, სახლში გამოკეტილმა ხალხმა?” – წერს რუსუდან კონჯარია.

“ოპაა, მოხსნა ამასობაში ამ პოსტმა ყველა რეკორდი. 3 წუთის დადებული ქონდა ფოტო, მაშინ გავაზიარე, 9 000-მდე ლაიქზე იყო ასული და მაგიტომ დამაინტერესა. ვიდრე გავაზიარე და უკან შევბრუნდი, ლაიქების გადასამოწმებლად – 11 ათასზე იყო ასული – 4 წუთში.
1 საათში მოხსნა ყველა რეკორდი და 98 ათასზე ავიდა ლაიქების რაოდენობა.
აი, ეს რომ პარტიას შექმნის, მერე დასრულდება ბევრი. 7%-ით საარჩევნო ბარიერი უკვე გადალახული აქვს” – წერს ჟურნალისტი რუსა მუმლაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close