მსოფლიო

სლოვენიაში მელანია ტრამპის ხის ქანდაკება დაწვეს

სლოვენიაში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ხის ქანდაკება დაწვეს. ინციდენტი მის მშობლიურ ქალაქ სევნიცაში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს მოხდა. თუმცა, ამის შესახებ სკულპტურის ავტორმა მედიას მხოლოდ ახლა აცნობა. ხის ქანდაკების ავტორი ბერლინში მოღვაწე ამერიკელი ხელოვანი, ბრედ დაუნია, რომელმაც სარჩელი დაწერა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

ეს სლოვენიაში ტრამპების სკულპტურის დაწვის პირველი შემთხვევა არ არის. იანვარში სლოვენიაში დონალდ ტრამპის ქანდაკებაც დაწვეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close