საზოგადოება

სისტემა ისეა აწყობილი, იმუშავებს შვეიცარიული საათივით – გიორგი გაბუნია

ვაგრძელებთ მუშაობას, ეთერს სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაეტყობა.

,,სისტემა ისეა აწყობილი, იმუშავებს შვეიცარიული საათივით- ამბობს გიორგი გაბუნია.

ხელისუფლება ცდილობს, დამოუკიდებელმა მედიამ არ იარსებოს. ის, რაც ნიკა გვარამიას გაუკეთეს, ეს არის ,,მთავარი არხის” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. 

ჩვენ მაინც მოულოდნელ ვითარებაში აღმოვჩნდით იმის მიუხედავად, რომ ვხვდებოდით, რომ შესაძლოა, ნიკა დაეჭირათ, თუმცა, უნდა დავსახოთ საერთო გეგმა, თუ რას ვაკეთებთ. 

ჩვენ ისევ გათვლას ვაკეთებთ დასავლელ პარტნიორებზე, დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ ზეწოლას მოახდებს დასავლეთი ხელისუფლებაზე, ვგეგმავთ შეხვედრას ელჩებთან, 

რაც შეეხება არხს, ვაგრძელებთ მუშაობას, ეთერს სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაეტყობა. სისტემა აქ ისეა აწყობილი, იმუშავებს შვეიცარიული საათივით – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close