საზოგადოება

ტვ პირველი ეთერში ოპოზიციური ტელევიზიის დასაფინანსებლად ,,მთავარი არხის” ანგარიშის ნომერს განათავსებს

5 ივლისს ასეთი მობილიზება რომ ყოფილიყო, ნიკა გვარამია ციხეში არ იქნებოდა – ამის შესახებ ,,ტვ პირველის” დამფუძნებელმა განაცხადა.

ვატო წერეთელმა მზადყოფნა გამოხატა, ,,ტვ პირველის” ეთერში განათავსოს ,,მთავარი არხის” ანგარიშის ნომერი, რათა მოხდეს ოპოზიციური ტელევიზიის ფინანსური დახმარება.

კარგია ეს მობილიზება, მაგრამ 5 ივლისს ასეთი მობილიზება რომ ყოფილიყო, ჩემი აზრით. ნიკა გვარამია დღეს ციხეში არ იჯდებოდა.

რაც შეეხება ,,მთავარ არხს”, პირადად ვფიქრობ, ყველა დამოუკიდებელ არხს მოუჭერენ, ამიტომ ჩემი შემოთავაზება იქნება, პირადად მზად ვარ, არხზე თქვენი ანგარიშის ნომერი იყოს 24 საათი, რაც კი თანხა ჩაირიცხება, მოხმარდეს ყველაფერი თქვენს არხს, რომ თქვენ არ გქონდეთ ფინანსური პრობლემები. – განაცხადა ვატო წერეთელმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close