პოლიტიკა

სენაკში „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით 600 კაცზე გათვლილი სუფრა გაიშალა

სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ციხე-გოჯთან „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, უჩვეულო ღონისძიებაა გამართული, სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე 600 კაცზე გათვლილი სუფრაა გაშლილი.

„ევროპული საქართველოს“ სენაკი-ხობი-ფოთის ოლქის შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა დამენიას თქმით, ღონისძიება პარტიის ორგანიზებით იმართება. როგორც დამენია აცხადებს ღონისძიებაზე ელოდებიან პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ პარტიის წევრებზეა გათვლილი.

ამ წუთებისთვის, მიმდინარეობს ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები.

„პირველი რაც მთავარია არის მიმართვა, მოხალისეები რომლებიც იმუშავებენ ევროპული საქართველოს შტაბში ამ სამ რაიონში, რომელიც ერთ ოლქად არის წარმოდგენილი. ჩამოდის პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ხვდება ამ ადამიანებს და ეგაა მთავარი ღონისძიება. დაცულია უსაფრთხოება კორონავირუსთან დაკავშირებით, გავლილი გვაქვს ყველაფერი ამიტომაც გაკეთდა ღია სივრცეში. დღეს არიან კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც შტაბში იმუშავებენ ოფიციალურად. რაც შეეხება სუფრას, ტრადიციისამებრ ყველამ დავთქვით, რომ გავაკეთოთ ერთ ეგეთი რაღაცას, რომ გზა დავულოცოთ ჩვენს წამოწყებას. ეს იმართება ჩვენს მიერ შეგროვილი თანხით“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

„იმედინიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close