პოლიტიკა

„სახლში მეგრული კერძების მომზადება დავიწყე, მეგრელებზე მწარეს ვაკეთებ და ნელ ნელა, ცოტა ქართველი ვხდები“ – ჯეიმს აპატურაი

ის რაც მე საქართველოდან სამუდამოდ გამყვება ეს არის ქართველების წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა, – ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ „იმედის კვირასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავისი საყვარელი ქართული კერძების შესახებაც ისაუბრა.

„ქართველები მთელ გულს გიხსნიან, გეპატიჟებიან სახლში და როდესაც ქართველთან ერთად ხარ ვერაფრის საფასურს გადაიხდი. არ არსებობს რამეზე დაპატიჟო და ამით პატივისცემა გამოხატო. სულ ვამბობ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, სტუმარს რომ თუნდაც ელემენტარულის გადახდის საშუალებას აძლევდეთ, მაგრამ ქართველთან ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელია. ძალიან მჭიდრო პირადი ურთიერთობები მაქვს საქართველოსთან და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მეორე, რასაც ძალიან ვაფასებ ქართველების მიზანდასახულობაა, რომ სურთ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ და არასდროს ნებდებიან. ეს ძალიან შთამბეჭდავია. ვახსენოთ ქართველები და არ ვახსენოთ სამზარეულო და განსაკუთრებით ჭაჭა დანაშაული იქნება. არამარტო მიყვარს ხაჭაპური და ჭაჭა, არამედ მე ვაკეთებ ხაჭაპურს. დავიწყე სახლში მეგრული კერძების მომზადება, ძალიან მიყვარს მწარე. მეგრელებზე მწარეს ვაკეთებ. სახლში ქართულ კერძები გვაქვს, მივირთმევ ქართულ ღვინოს, ჭაჭას და ნელ-ნელა ცოტა ქართველიც ვხდები“, – განაცხადა აპატურაიმ.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close