პოლიტიკა

სახალხო დამცველად ღირსეულთა შორის ღირსეული უნდა შევარჩიოთ – ვაშაძე

სამოქალაქო სექტორმა ძალიან სოლიდური საქმე გააკეთა – ომბუდსმენობის კანდიდატად ღირსეულთა შორის ღირსეულები წარმოადგინა, ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ, კონკრეტულად რომელს დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

„სიმართლე გითხრათ, სამივე კანდიდატი ძალიან ღირსეულია საკუთარი რეპუტაციით. უნდა ჩამოვყალიბდეთ და ღირსეულთა შორის ღირსეული შევარჩიოთ. მოხარული ვარ ასეთი სამი ღირსეული კანდიდატის წარმოდგენის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის კანდიდატურები შეარჩიეს. მესამე სექტორის რჩეულები გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გახდნენ. განაცხადების მიღება პარლამენტში 29 სექტემბერს დასრულდება. პარლამენტის თავმჯდომარესთან დღეს შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა იმ კომისიის შემადგენლობა იყო, რომელმაც ომბუდსმენის კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და შეაფასოს. ცხრა კანდიდატით დაკომპლექტებული სია, შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close