პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველის კანდიდატად გიორგი ბურჯანაძის წარდგენას უარყოფითად აფასებს

სახალხო დამცველის კანდიდატებად არიან დასახელებულები, ვისთან მიმართებითაც, ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია - ოხანაშვილი

აქ არიან ადამიანები დასახელებულები, ვისთან მიმართებითაც, ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია, სწორედ მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ სახალხო დამცველის კანდიდატურებზე საუბრისას განაცხადა.

„მაგალითად, ბატონი ბურჯანაძე, პოლიტიკურ დღის წესრიგშია თავიდან ბოლომდე და ამას არც ნალავს. ეს რა თქმა უნდა არის მოცემულობა და ეს ფაქტია, რომ ობიექტურად ხელშემშლელია“, – აცხადებს ოხანაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის კანდიდატურები შეარჩიეს. მესამე სექტორის რჩეულები გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გახდნენ. განაცხადების მიღება პარლამენტში 29 სექტემბერს დასრულდება. პარლამენტის თავმჯდომარესთან დღეს შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა იმ კომისიის შემადგენლობა იყო, რომელმაც ომბუდსმენის კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და შეაფასოს. ცხრა კანდიდატით დაკომპლექტებული სია, შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close