საზოგადოება

საშობაო მსახურებას ილია მეორე აღასრულებს

6 იანვარს, 23:00 საათზე, საშობაო მსახურება დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო” სახეცვლილად ჩატარდება. არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა, სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

„საშობაო მსახურება დაიწყება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გათვალისწინებით,, „ალილოს“ მსვლელობა სახეცვლილად ჩატარდება.

„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა.

წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულეებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები“, – აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close