“მორჩილი აცდუნე, კაბოსანს ცოლად გაყევი?”- რა გაახსენა მამა პეტრემ ეკა კვალიაშვილს (ვიდეო)
“მე კიარ ვაცდუნე, ხოიცი, რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო,” – ასე უპასუხა მომღერალმა, ეკა კვალიაშვილმა მამა პეტრე კოლხის მიერ რადიო “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემა “ფიქრებში” დასმულ კითხვას.
ნახეთ მამა პეტრე კოლხისა და ეკა კვალიაშვილის დიალოგი:
“შენი წარსულიდან მინდა გაგახსენო, შენი ერთ-ერთი ყოფილი მეუღლე მონასტერში წავიდა და მორჩილად შედგა, სადაც აპირებდა, რომ ბერი ყოფილიყო და მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს კავშირი, ურთიერთობები, მეუღლე რომელიც მიდის მონასტერში და ხდება მორჩილი რომ მოემზადოს ბერობისთვის, შენზე ამან თავის დროზე რაღაც გავლენა არ მოახდინა? – ის იყო მორჩილი, როდესაც ჩამოვიდა და ცოლად გავყევი.
– ანუ აცდუნე?
– მე კიარ ვაცდუნე, ხოიცი, რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო.
– ანუ კაბოსანს გაყევი ცოლად?
– არა, არ იყო შემოსილი, იყო უბრალოდ მორჩილი.”