საზოგადოება

საქართველოში ომიკრონის გამოვლენილი 51 შემთხვევიდან ხუთი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ერთი კი სამი წლის ბავშვია

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ “პირველ არხს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი 51 – დან, ხუთი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო ერთ-ერთი სამი წლის ბავშვია.

გამყრელიძის თქმით, ბავშვი ამ დრომდე უსიმპტომოა.

ომიკრონის შტამი პირველად საქართველოში 20 დეკემბერს დადასტურდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close