Slider

“ორი სათაური” – რას გულისხმობს კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ?

პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი უწყების შექმნას ითვალისწინებს.

ოპოზიცია აცხადებს რომ სამსახური უქმდება. ელენე ხოშტარიას განცხადებით:

”სახელწმიფო ინსპექტორის სამსახური რეალურად შექმნეს პროცესის იმიტაციისთვის, თვალების ასახვევად. მოითხოვეს უცხოელებმა, NGO-ებმა და იფიქრეს, იყოს, დავაკმაყოფილოთ პროცედურული დემოკრატია. იყო, იყო ეს სამსახური და უცებ ლუკა სირაძის საქმე, მერე კიდე რაღაც საქმეები და იმდენად შეჭამა ტვინი, რომ პროცედურული დემოკრატიის იმიტაციის “სიკეთე” გადაფარა დისკომფორტმა მათი ატანის და მოსალოდნელმა შარმა.

რუსეთშიც NGO-ები იყვნენ და იყვნენ, ანგარიშებშიც იწერებოდა, აი, NGO-ები ფუნქციონირებსო. მერე უკვე შარმა გადაწონა. მერე მოეწონათ აკრძალვებში გამოვლენილი “ძალა” და ახლა, რასაც უნდათ, აკრძალავენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იწრთობა ავტორიტარიზმი”.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის, რეალურად ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით, არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით – ფართოვდება საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„თავის დროზე იყო არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომ ეს ორი ფუნქცია ყოფილიყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფუნქცია, რომელიც თავმოყრილია ერთ უწყებაში – ერთი არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მეორე – გამოძიება. ამ ორ ფუნქციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომ, იყო ეს რეკომენდაცია, თუმცა მაშინ იყო პოლიტიკური მოცემულობა, რის გამოც გადაწყდა ერთიანად ასეთი სამსახურის შექმნა.

დღეს არის დრო იმისათვის, რომ სათანადოდ გაიმიჯნოს ეს ორი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფუნქცია. ეს არის წმინდა სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი, რაც არის ინიცირებული, სამართლებრივადაც და ინსტიტუციურად არა მხოლოდ გამართული, არამედ აუმჯობესებს დღეს არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close