საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი, გიორგი აბაკუმოვი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ერთჯერადი პრემიის მფლობელი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა გიორგი აბაკუმოვს 1500 ლარის ოდენობის ერთჯერადი პრემიია, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს შორის დაგროვებული ყველაზე მაღალი ქულების გამო გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი, თამაზ ბექაიას ფონდის დირექტორი ლევან ბექაია, ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი, უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პრემიის ლაურეატი სტუდენტები ესწრებოდნენ.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხარდაჭერა გამოხატა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ფონდის მიმართ. აღნიშნული ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მოხდა, იმ ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება, რომლებმაც თავიანთი ცოდნითა და უნარებით მიიღეს უმაღლესი  შეფასება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“, –  განაცხადა ზაზა მარუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

თამაზ ბექაიას ფონდს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში ოთხ წამყვან უნივერსიტეტთან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თსუ, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი – აქვს გაფორმებული.  აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ხორციელდება სხვადასხვა პროექტები სტუდენტების წახალისებისა და სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close