საზოგადოება

„ომიკრონ“ შტამი საქართველოში მალე შემოაღწევს

„ომიკრონი“ რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, მეზობელ ქვეყნებში

იმ დინამიკიდან გამომდინარე, რა დინამიკითაც „ომიკრონ“ შტამი ვრცელდება, მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც მალე შემოაღწევს. საჭიროა სათანადო რეაგირება, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ შესაძლებელია, ახალ შტამს არ გააჩნდეს რთული მიმდინარეობა.

„ზოგადად ვიცით, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ არის გლობალური გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, საქართველოც მსოფლიოს ნაწილია. არის ინფორმაცია, რომ ზოგადად „ომიკრონი“ რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, მეზობელ ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, რისკები, რომ ის საქართველოში გავრცელდება, მაღალია. ეს მოხდება უახლოეს ორ კვირაში თუ ერთ თვეში, ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ იმ დინამიკიდან გამომდინარე, რა დინამიკითაც ეს ახალი შტამი ვრცელდება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეაგირება როგორი იქნება, როგორც სახელმწიფოსი და ჯანდაცვის სისტემის, ასევე მთლიანი საზოგადოების. ვიცით, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, ასევე ახასიათებს უფრო მაღალი ხელახალი დაინფიცირების რისკი. ეს საყურადღებოა. პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება გვიან გავრცელდეს ეს შტამი საქართველოში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს საზღვრები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმოსვლა, სადაც მაღალია ახალი შტამის გავრცელება, პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close